ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთთან სატვირთო ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.
შემთხვევა 20 მარტს, ღამით მოხდა და მას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.