აუსტრევიჩუსი: ვულოცავ ქართველებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, იყვნენ ევროპელები

ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას, რომ იყვნენ ევროპელები

წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე და თბილისში გამართულ თავისუფლების მარშს ეხმაურება.

"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე თავისუფლების მარში გაიმართა.