აუსტრევიჩუსი: მთავრობამ ქვეყანა არაევროპული მიმართულებით წაიყვანა, თავი მოიქცია იზოლაციაში

საქართველოს ხელისუფლების რიტორიკამ ქვეყანა წაიყვანა განსხვავებული, არაევროპული, არადასავლური მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ქვეყნის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე და აღმოსავლეთის პოპულიზმის გზას დაადგა. საჯარო ისტერია, რომელიც შექმნა მმართველმა პარტიამ, მაგალითად "ოჯახურ ღირებულებებზე", კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიდრეკილებას ულტრარადიკალური პოპულიზმისკენ. [...] პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან, აშშ-სთან ძირითადად შეწყვეტილია, საქართველოს ხელისუფლებამ თავი იზოლაციაში მოიქცია. მნიშვნელოვანია, საქართველომ აღადგინოს ევროპული მისწრაფება. [სინქრონული თარგმანი]

თქვა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.