ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ტელეკომპანია იმედის ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას არხი თავად ავრცელებს.
"ტელეკომპანია იმედი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია იმედი საეთერო ბადეს ცვლის", - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს შეეჯახა და დაიწვა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია 3 ადამიანი.