აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას დამატებით 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
"შეერთებული შტატები უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რომელიც გათვლილი იქნება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე.
სანამ რუსეთი [უკრაინის] განადგურებას აგრძელებს, ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ცხოვრების, ქვეყნის და მომავლის აღდგენაში", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
დღეს ლონდონში "უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია" დაიწყო. მანამდე, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იდგება, რამდენიც საჭირო იქნება.