აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას დახმარება ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.
"პაკეტში შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, ჰაერი-მიწა კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები", - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.