აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს.
როგორც ცნობილია, სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი დაიხურება, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც.
"ახლა რუსი დიპლომატებისა და კონსულების მხრებს დამატებითი ტვირთი ეკისრება. მათ გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათებს წაართმევენ. ეს აშშ-ის მხრიდან წვრილმანი, გამაღიზიანებელი თავდასხმაა", - აღნიშნა ანტონოვმა.
რუსეთის ელჩის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.
2021 წლიდან რუსეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს არამეგობრულ ქვეყნად მიიჩნევს.