აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, 400 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- საბრძოლო მასალას Patriot-ის, NASAMS-ის სისტემებისთვის
- საბრძოლო მასალას HIMARS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის
- Stinger საზენიტო სისტემებს
- ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემებს
- 32 Stryker ჯავშანტრასპორტიორს
- 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს
- 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნ ჭურვებს
აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინას გადაეცემა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.