ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მომზადდა, მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
USAI-ის პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: