აშშ-მა უკრაინას დამატებით 2.6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით 2.6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პენტაგონმა უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს როგორც პენტაგონის ფონდებიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების დაქვემდებარებაში მყოფი თანხების გამოყოფას (500 მლნ აშშ დოლარი), ასევე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში (2.1 მლრდ დოლარი).

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა Patriot-ისა და HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალა, 120 მმ და 105 მმ სატანკო საბრძოლო მასალა.