ამერიკამ თითქმის 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში ეხმარებიან, სანქციები დაუწესა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებით ეხმარებიან; ასევე დასანქცირდნენ იმპორტიორები, მომწოდებლები და სხვა კომპანიები, რომლებიც კრემლს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებოდნენ. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ის კომპანიებიც, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკის, ლითონისა და სამთო მრეწველობის სფეროებს მხარს უჭერდნენ.
"ეს ქმედებები წარმოადგენს კიდევ ნაბიჯს ჩვენს ძალისხმევაში - რუსეთის სამხედრო პოტენციალი შევზღუდოთ, შევზღუდოთ მისი წვდომა კრიტიკულ მასალებზე და წვდომა ეკონომიკურ სარგებელზე", - წერია აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ყოლი ადეიემოს განცხადებაში.
სანქციები დაწესებულია როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
დასანქცირებული კომპანიების უმეტესობა რუსეთში მდებარეობს, თუმცა მათი ნაწილი ყირგიზეთშია განთავსებული. ასევე თითო კომპანია სერბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია.