ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული მედიები, მათ შორის Russia Today და მასთან ერთად, გამოცემის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა. როგორც მედუზა იტყობინება ამის მიზეზი "მოსკოვის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა".
მთლიანობაში, აშშ-ის მიერ სულ სანქცირებულია 10 ფიზიკური პირი და ორი ორგანიზაცია.
გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენა RT-ის ორ თანამშრომელს, რომლებმაც პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოების გავრცელებაში 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.
გადაწყვეტილებას სიმონიანი Telegram-ზე გამოეხმაურა და დაწერა: "გაიღვიძეს".
მანამდე, 4 სექტემბერს CNN წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ რუსეთის ხელისუფლებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის მიზნით, კონტროლირებადი მედიისა და სხვა პლატფორმების გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.