
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები, და, სავარაუდოდ, არცერთი მხარე ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერ-რიადში ამერიკელმა და რუსმა წარმომადგენლებმა 12-საათიანი მოლაპარაკება ჩაატარეს, 23 მარტს კი აშშ-ის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.