
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს ცნობით, აშშ-მა და უკრაინამ სამომავლოდ ეკონომიკური პარტნიორობის მიზნით მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
"მოხარულები ვართ შეგატყობინოთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც მხარეების განზრახვას ადასტურებს და გზას უხსნის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებასა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნას", - წერს სვირიდენკო X-ზე.