აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
კამალას თქმით, ღაზის სექტორში საჭიროა, მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და ისრაელის მთავრობამ ამისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
"ისრაელის მთავრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარების ნაკადი მნიშვნელოვნად გაზარდოს. ჩვენ გული გვწყდება ამ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთა გამო და ღაზაში მყოფი ყველა უდანაშაულო ადამიანის გამო, რომლებიც ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდიან. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია", - ამბობს ჰარისი.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრს, ბენი განცს ვაშინგტონში შეხვდება.