
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "საშიშად" და "არასანდოდ" მოიხსენია.
CNN-ის ეთერში, State of the Union-თან ინტერვიუს დროს, ჯონსონმა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ პუტინი "ძველი სკოლის კომუნისტი" და უკრაინის ომში აგრესორია.
"ვლადიმირ პუტინი ძველი სკოლის კომუნისტია, კგბ-ს ყოფილი აგენტი და მას ვერ ვენდობით. ის საშიშია", - განაცხადა ჯონსონმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ დაპირისპირებას: "ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ახალი "აქსისის" წევრები არიან და ისინი აშშ-ის მხარეს არ დგანან. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ნათელი."
მიუხედავად ამისა, სპიკერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები საჭიროა: "სამშვიდობო შეთანხმებისთვის ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ამას მხოლოდ მოლაპარაკებით შევძლებთ."