The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და ისრაელ-პალესტინის საკითხებში ექსპერტი, ენდრიუ მილერი თანამდებობიდან გადადგა.
როგორც ცნობილია, მილერმა კოლეგებს განუცხადა, რომ მას ოჯახთან მეტი დროის გატარება სურდა, რადგან მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო, მისთვის ზედმეტად შრომატევადი აღმოჩნდა.
ადამიანები, რომლებიც მილერს იცნობენ, აღწერენ მას, როგორც პალესტინის უფლებებისა და სახელმწიფოებრიობის პრინციპულ მხარდამჭერს.
ისრაელ-პალესტინის საკითხებზე ფოკუსირებული სამუშაოს დაწყებამდე ის გაეროში აშშ-ის ელჩის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო ობამას ადმინისტრაციის დროს ეგვიპტისა და ისრაელის სამხედრო საკითხებში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოში მსახურობდა.