აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.
"კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია", - წერს კომიტეტი.
Good news
The @EU_Commission recommended today that accession talks with #Ukraine and #Moldova begin, and also that #Georgia be granted EU candidate status. Ukraine, Georgia, and Moldova all belong in the #EuroAtlantic family. https://t.co/8hOOfc4JnP
***
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.