აშშ-ის საელჩო: გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!

აშშ-ის საელჩო: გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.

გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. საქართველომ საბერძნეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.