შეერთებული შტატების ძალებმა, ბაღდადში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, კატაიბ ჰეზბოლას ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინეს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, სწორედ ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე. დარტყმა ბაღდადში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.
მედიის ცნობით, ალ-საედი და მისი დაცვის 2 წევრი მანქანაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას დრონი მოხვდა. სამივე ადგილზე გარდაიცვალა.
ერაყში მომხდარს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდეს.