ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე რჩება. სენატმა დონალდ ტრამპის მიერ კაბინეტის პოზიციებზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უკვე დაიწყო. სენატორების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო. რა პოლიტიკა გადასცა ბაიდენის გუნდმა ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორ ხედავენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვაშინგტონში და როგორი შეიძლება იყოს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.