აშშ და დიდი ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

აშშ და დიდი ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, სანამ კომერციული ფრენები ხელმისაწვდომია, ლიბანი დატოვონ.

მიზეზად ქვეყნები ისრაელი-ლიბანის საზღვარზე არსებულ დაძაბულობას ასახელებენ.

დღეს ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. ისრაელმა თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.