ტუსკი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპამ დაარწმუნოს ტრამპი, რომ რუსეთს ვერ ენდობი

ტუსკი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპამ დაარწმუნოს ტრამპი, რომ რუსეთს ვერ ენდობი

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპამ დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ რუსეთს ვერ ენდობი, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ერთადერთი გზა – პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა ეს და მეც ნათლად დავაფიქსირე ორივე შეხვედრაზე ეს აზრი – არის რუსეთზე ზეწოლა ნამდვილი მშვიდობისკენ. ამ მომავალი სამშვიდობო მოლაპაკებების დროს არავინ უნდა იფიქროს რუსეთის იმ უფლების აღიარებაზე, რომ ფლობდეს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან ძალის გამოყენებით, აგრესიული ომით წაართვა ყველა შესაძლო ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.