
დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასთან შეიძლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული ვირტუალური სამიტის შემდეგ განაცხადა.
მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთის საუბარი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ევროპასაც მოუსმინონ.
ცნობისთვის, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით ვირტუალური სამიტი გაიმართა.