ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს იმ ჩინურ სუბიექტებს, რომლებიც კრემლს უკრაინაში ომის წარმოებაში ხელს უწყობენ. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს.
სალივანის თქმით, ვაშინგტონი ასევე არ გამორიცხავს, რომ სანქციების სამიზნე ჩინური ბანკებიც იყვნენ.
"მიგვაჩნია, რომ ჩინეთი უნდა შეჩერდეს - რადგან ვფიქრობთ, რომ ის ღრმად სცილდება ნაციონალური სახელმწიფოების ღირსეული ქცევის საზღვრებს. მომდევნო კვირებში ამ სურათის განვითარებასთან ერთად, შეგვიძლია დაველოდოთ დამატებით სანქციებს", - განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში ნეიტრალიტეტს იცავს, იგი ზრდის ეკონომიკურ კავშირებს მოსკოვთან და მისი დანიშნულების საქონლის წამყვანი წყარო გახდა.
გამოსვლაში კი სალივანმა ხაზი გაუსვა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცემულ 2023 წლის ბოლოს გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას, რაც საშუალებას აძლევდა ამერიკის ხაზინის დეპარტამენტს დაეწესებინა სანქციები ბანკებზე, რომლებიც აფინანსებენ ორმაგი დანიშნულების საქონლის წარმოებას.