ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შეტყობინების გამო, თბილისის 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შეტყობინების გამო, თბილისის 2 სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს.

"ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში", - წერს მარი კორკოტაძე.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა.

მობილიზებულია პოლიცია.

ფორმულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.