თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
ადგილზე იმყოფებოდნენ თვითმხილველებიც.
ანონიმურმა წყარომ ფორმულას ვიდეო მასალა გაუგზავნა. კადრებში ჩანს ისიც, რომ კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც მომხდარის გადაღებას ცდილობდა, პოლიციამ გადაღება შეაწყვეტინა.
ფორმულა მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.