არქი: არც კომპანიას, არც რომელიმე თანამშრომელს არ აქვს კავშირი რიყის დოქების შეძენასთან

არქი: არც კომპანიას, არც რომელიმე თანამშრომელს არ აქვს კავშირი რიყის დოქების შეძენასთან

დეველოპერული კომპანია არქი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რიყის დოქების მესაკუთრე მათი ფინანსური მენეჯერი თორნიკე კოპალიანია, განცხადებით ეხმაურება.

კომპანია აცხადებს, რომ არც მას და არც მის რომელიმე თანამშრომელს არავითარი კავშირი არ აქვს რიყის დოქების შეძენასთან.

"კომპანია არქიში მართლაც არის თანამშრომელი - ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი, სახელად თორნიკე კოპალიანი, თუმცა ის არ არის პირი, ვისაც რიყის დოქების შეძენა უკავშირდება.

არქი არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს რიყის დოქების გაყიდვა/შეძენის პროცესში. გთხოვთ, მედიამ და საზოგადოებამ თავი შეიკავოს ყოველგვარი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის ცნობით, რიყის დოქები გაიყიდა.