არის თუ არა გამზირის რეაბილიტაცია სკოლის დაზიანების მიზეზი?

არის თუ არა გამზირის რეაბილიტაცია სკოლის დაზიანების მიზეზი?

წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პარალელურად, ახალი ბზარები გაჩნდა საჯარო სკოლაში. მშობლები ფორმულასთან საუბრისას ადასტურებენ, რომ საგანგაშო ვითარება საჯარო სკოლაში მის წინ მიმდინარე მძიმე ტექნიკის მუშაობის ფონზე შეიქმნა. მიიღეს გაფრთხილებაც, რომ სკოლის დაცლა მოუწევთ. საუბარია 166-ე საჯარო სკოლაზე. შენობა ორ ნაწილად არის დაყოფილი და ბავშვებს სასწავლო პროცესი ნაკლებად დაზიანებულ ფლიგელში უტარდებათ.