პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
"უკრაინის მშვიდობის სამიტზე მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, განსაკუთრებით, საქართველოსათვის ამ კრიტიკულ მომენტში.