არალეგიტიმურმა პარლამენტმა FARA-სა და მედიის შემზღუდავ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

არალეგიტიმურმა პარლამენტმა FARA-სა და მედიის შემზღუდავ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს" (FARA) და მაუწყებლობის შესახებ კანონში მედიის შემზღუდავ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტებს არალეგიტიმური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. დეპუტატებმა სრული უმრავლესობით - 0-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

***

ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (FARA) დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

რეგისტრირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.

კანონპროექტში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: "აშშ-ის პრეზიდენტი", "სახელმწიფო დეპარტამენტი", "კონგრესი" და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან "სიტყვასიტყვით ნათარგმნია" და "სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს" შეიცავს.

"ოცნების" პარლამენტმა FARA და მედიისთვის ცენზურის დამწესებელი კანონპროექტები დაარეგისტრირა

***

ქართულმა ოცნებამ ერთპარტიულ პარლამენტში მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღება 5 თებერვალს დააანონსა.

24 თებერვალს არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

ცვლილებები, რომელიც ოცნებას მედიის შესაზღუდად ინიცირებულ კანონპროექტში შეაქვს - რა იზღუდება