
ერთპარტიული პარლამენტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატში რეორგანიზაცია გამოაცხადა. ბრძანება 3 აპრილითაა დათარიღებული.
მასში ნათქვამია, რომ რეორგანიზაცია "აპარატის სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფადაა".
დოკუმენტის თანახმად, რეორგანიზაცია პარლამენტის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში განხორციელდება.
რეორგანიზაცია იქნება შემდეგ ერთეულებში:
ა) ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
ვ) სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ზ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;
თ) საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ი) საქმისწარმოების დეპარტამენტი;
კ) მანდატურის სამსახური;
ლ) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.
ბრძანების თანახმად, რეორგანიზაციის განხორციელებისათვის პასუხისმგებელ პირად განისაზღრვა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი.
"რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნა, რეორგანიზაციის განხორციელების გეგმისა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამართლებრივი აქტებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტების შემუშავება, თანამდებობათა დასახელებებისა და ადამიანური რესურსის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება"- ნათქვამია ბრძანებაში.