არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტზე პარტიების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტზე პარტიების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

არალეგიტიმურ კომიტეტზე განიხილეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონებში ცვლილებები, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე.

სასამართლოს ექნება საშუალება, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანიც კანონპროექტის თანახმად არის: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

"შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება"- ნათქვამია კანონპროექტში.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის დასავლელი პარტნიორები ოცნების ამ კანონპროექტს რეპრესიულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.