წართმეული არჩევნების შედეგად შეკრებილი საკანონმდებლო ორგანო კანონდარღვევით ამუშავდა, ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როცა 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერების საკითხს პრეზიდენტი ასაჩივრებს. ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოშია, პარლამენტს უფლებამოსილების ცნობა არ შეუძლია. კანონმდებლობას ანგარიშს არ უწევს ოლიგარქის გუნდი, რომელმაც წინასწარ თქვა, რომ პრეზიდენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.