ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სტუდენტები და ახალგაზრდები იმყოფებიან. ისინი მმართველ პარტიას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.