პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ხვალაც გაიმართება. საპროტესტო აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ საქართველოს ინტერესებს.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, ბოლოს კი გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს.
აქციის ორგანიზატორები სტუდენტური მოძრაობა დაფიონი და ჯიუტები იყვნენ. აქციაზე სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები იმყოფებოდნენ. ისინი მმართველ პარტიას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.