"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია დღესაც იმართება. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზე დაიწყო.
აქციაზე სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები იმყოფებებიან. ისინი მმართველ პარტიას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები 28 აპრილს აქციას აანონსებენ, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ და პოზიციის მშვიდობიანად დაფიქსირებისკენ.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.