"არა რუსულ კანონს" - ევროპის დღის ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ [ვიდეო]

"არა რუსულ კანონს" - ევროპის დღის ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლას შეძახილებით შეხვდნენ [ვიდეო]

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლას დარბაზიდან შეძახილები მოჰყვა.

ირაკლი კობახიძეს სიტყვით გამოსვლის დაწყება -"არა რუსულ კანონს" შეძახილების ფონზე მოუწია.

ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში იმართება. მას ესწრებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და მოქალაქეები.