"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აქცია პარლამენტის წინ დღესაც გაიმართება. პარლამენტთან შეკრება 19:00 საათზე დაიწყება.
გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის სასახლისკენ მსვლელობა გამართეს. ამის შემდეგ მათ მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.