საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი აგვისტოს დასაწყისში თბილისში დააკავეს. საქართველოში ის შარშან დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს. 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტის ცოლი სევინჩ სადიგოვა ფორმულასთან აცხადებს, რომ მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება უსამართლოა და საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის პირველი პირის ინსტრუქციით მოქმედებს.