ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.