ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოშია. რობინ დანიგანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა დიპლომატის დისკრედიტაციის კამპანია უკვე დაიწყეს.
ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები დეზინფორმაციას ავრცელებენ. ხელისუფლება ებრძოდა ყოფილ ელჩსაც და ამ ფორმით ხვდება ახალს. დანიგანის წინააღმდეგ მის ჩამოსვლამდეც გაილაშქრა ქართული ოცნების დანაყოფმა ხალხის ძალამ.