ანდჟეი დუდა: განვიხილეთ შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს

ანდჟეი დუდა: განვიხილეთ შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ის X-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილთან "ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განიხილა, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს".

"განვიხილეთ ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - წერს ის X-ზე.