პოლონეთის გენერალური სამხედრო შტაბის ყოფილმა მეთაურმა, რაიმუნდ ანდრეჩაკმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ლიეტუვის ერთ ინჩს მაინც დაესხმება თავს, საპასუხოდ პირდაპირ პეტერბურგს დაარტყამენ.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაანალიზოს, რომ პოლონეთზე და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა მისი დასასრული იქნება.
"რუსეთის თავდასხმას პასუხი დაუყოვნებლივ გაეცემა. არა პირველ დღეს, არამედ პირველივე წუთში. ჩვენ დავარტყამთ 300 კილომეტრის რადიუსში მდებარე ყველა სტრატეგიულ ობიექტს, იერიშს სანქტ-პეტერბურგზე მივიტანთ.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, რუსულ დანაყოფები ლვოვში, ბრესტში და გროდნოში იქნებიან. პოლონეთი და ლიტვა ასეთ შემთხვევაში რუსული ძალების მიერ იქნება გარშემორტყმული. რუსეთმა უნდა გაანალიზოს, რომ პოლონეთზე და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა მისი დასასრული იქნება", - განაცხადა ანდრეჩაკმა.