გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრო ანალენა ბერბოკი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას და ოკუპაციის შედეგებს აცნობენ.
საოკუპაციო ხაზთან არავინ ყოფილა საქართველოს მთავრობიდან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა.
დღეს ის შეხვდა ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ასევე, შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ბერბოკს შეხვედრები აქვს დაგეგმილი ქართველ სტუდენტებთანაც.
ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.