ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს სკოლებში აუცილებელია ჩვენ შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის, მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და მნიშვნელოვანია თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და მთელი ქვეყნისთვის.
ამიტომ აქტიურად დაწყებული გვაქვს აღნიშნული პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა განვითარება სჭირდება ბავშვს. მე-12 კლასში იყოს განმსაზღვრელი შეფასება – ბავშვის ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს განათლებაში, თუ პროფესიულ განათლებაში. საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს. მე-6, მე-9 კლასის პილოტირება დაიწყება 2025 წელს, 2026 წელს დაიწყება მე-12 კლასის პილოტირება და სრულად ეს სისტემა ამოქმედდება 2027 წლიდან.
განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.