ალიევის თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე აზერბაიჯანი რუსეთს უჩივლებს

ალიევის თქმით, სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე აზერბაიჯანი რუსეთს უჩივლებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, AZAL-ის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს.

ალიევის განცხადებით, ამ დროისთვის აზერბაიჯანი სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებს ამზადებს.

"აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს მოთხოვნებს უგზავნის, მაგრამ პასუხად მხოლოდ შემდეგი ფორმულირება ისმის: "გამოძიება მიმდინარეობს". ასეთი პოზიცია კონტრპროდუქტიულია. აზერბაიჯანი საერთაშორისო სასამართლოებში დოკუმენტების წარდგენას გეგმავს. მალაიზიური Boeing-ის ჩამოვარდნის გამოძიება ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა", - თქვა ალიევმა.

1 თვის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა.

2024 წლის 25 დეკემბერს კომპანია AZAL-ის Embraer E190-ი გროზნოს მახლობლად ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 42 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.