aktual.ge: ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს

aktual.ge: ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს

ბოლნისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დალარსა და დარვაზში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მოხდა. შემთხვევა 24 ნოემბერს საღამოს, სოფელ დალარში მოხდა.

მედიის ცნობით, დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ფორმულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფრომაცია მიღებისთანავე განახლდება.