რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქართული ოცნების ოფისთან, გზა გადაკეტეს.
ქართული ოცნების ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ოფისთან რუსთაველის გამზირიდან და სასტუმრო პარაგრაფიდან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა დღეს სასტუმრო პარაგრაფთან შეკრება 18:30 საათზე დაიწყო. სასტუმროს ორივე შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს.