![ხაზარაძე: თავისუფალი სამყაროსგან იზოლირებულმა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/3739f75b-8c0d-4ff6-b64e-ff6214f014e3.png)
ოცნების ანტიევროპული გადაწყვეტილების პროტესტი გრძელდება - პარლამენტის წინ მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.
მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტვა შეძლეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.
პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს ამ წუთებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მართავენ, მათ შორის სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები - ისინი საბოლოდ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.